გურჯაანში არჩევნებში მონაწილეობა 17, 703-მა ამომრჩეველმა მიიღო
გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში, მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა 17, 703-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების პროცესმა გურჯაანში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
36 უბნიდან ახალი ელექტრონული ტექნოლოგიით ხმის მიცემა 28 უბანზე მიმდინარეობდა. 8 საარჩევნო უბანზე კი მოქალაქები ხმას ძველი მეთოდით აფიქსირებდნენ.
დღის განმავლობაში დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომლებიც მალევე აღმოიფხვრა.