გურჯაანში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო
20:00 საათისთვის გურჯაანში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.
როგორც მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არანაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია.
საოლქო კომისიის ინფორმაციით, არცერთ უბანზე დღეს შენიშვნა და საჩივარი არ დაწერილა.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ოლქში სულ 36 საარჩევნო უბანი მუშაობდა. საიდანაც 28-ში არჩევნები ახალი ტექნოლოგიით ჩატარდა.
ოლქში სულ 50 234 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ერთ კანდიდატზე უწევდა. მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან 48 წლის პროფესიით ეკონომისტი გიორგი მაჭავარიანია.