გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 22-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ დააკავეს კაცი, რომელსაც ცივი იარაღი ჰქონდა
გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში, სოფელ ვეჯინის 22-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცივი იარაღით იყო შეიარაღებული.
თვითმხილველების თქმით,მამაკაცი უბანთან შეკრებული ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მიწის ნაკვეთის გამო, რომელსაც ვერ იფორმებდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მათ მამაკაცი დააკავეს და უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.