გურჯაანში, ამომრჩევლების ნაწილს ახალი ტექნოლოგიებით ხმის მიცემა უჭირს
გურჯაანში, მერის რიგგარეშე არჩევნები ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მიმდინარეობს.
ამომრჩევლებს ხმის მიცემა განსხვავებული ფორმით, ელექტრონული ტექნიკის დახმარებით უწევს.
როგორც knews.ge- ს უბნებზე მყოფმა დამკვირვებლებმა განუცხადეს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ამომრჩეველთა ნაწილს ახალ ტექნოლოგიებთან გამკლავება უჭირს.
მათი თქმით, ზოგ მათგანს კომისიის წევრების დახმარება სჭირდება, ვერიფიკაციის და ხმის მთვლელ აპარატთან, კონვერტის ყუთში მოთავსების დროს.
გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატი მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული ამომრჩევლის 21%- ზე მეტმა.