17:00 საათისთვის გურჯაანში არჩევანი ამომრჩევლების 26,8 % დააფიქსირა
17:00 საათისთვის გურჯაანში მიმდინარე მერის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოა.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,მაია ჩუთლაშვილმა განუცხადა,ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 26,8 % დააფიქსირა.
მისი თქმით, არჩევნები ყველა უბანზე მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს. მაია ჩუთლაშვილი განმარტავს, რომ ამ დროისთვის უბნებზე გაფრთხილება ან საჩივარი არ დაწერილა.
,,არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ამომრჩევლების აქტივობაც ნორმალურია. ზოგადად რიგგარეშე არჩევნებში მაღალი აქტივობა არ არის ხოლმე. იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.
ახალი სისტემით არჩევნები 36 უბნიდან 28-ში მიმდინარეობს, აქაც მშვიდი ვითარებაა. იმ შემთხვევაში თუ უბანზე მისულ ამომრჩეველს გაუჭირდება ახალი ტექნოლოგიით ხმის მიცემა,კანონით დახმარების უფლება აქვს საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს”,- განუცხადა knews.ge-ს მაია ჩუთლაშვილმა.