გურჯაანში, არჩევნები ახალი ელექტრონული ტექნოლოგიით 28 უბანზე ტარდება
გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში, 36 საარჩევნო უბანია, საიდანაც 28-ში ხმის მიცემის პროცესი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების დახმარებით, საპილოტე პროექტის ფარგლებში ხდება.
ცესკოს ინფორმაციით, 8 საარჩევნო უბანზე კი ამომრჩევლები ხმას ძველი წესით აძლევენ.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის უწევთ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გიორგი მაჭავარიანია.
იხილეთ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც ახალი ტექნოლოგიით ხდება ხმის მიცემა: