ახალი ამბები

გურჯაანის საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის საჩივარი არ დაწერილა

დღეს დილიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ამომრჩევლებს ხმის მიცემა მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის უწევთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გიორგი მაჭავარიანია.

გურჯანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი, ამომრჩეველთა 12%- მა დააფიქსირა.

მათივე ინფორმაციით,ამ დროისთვის საარჩევნი პროცესი უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობა და საჩივარი არცერთ უბანზე არ არის დაწერილი.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის საარჩევნო ოლქში 50 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.