ახალი ამბები

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სექტორშია

საქართველოში, 2023 წლის II კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი განათლების სექტორში დასაქმებულებს ჰქონდათ.

Galt & Taggart-ის თანახმად, აპრილ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 12.6%-ით, 1 049 ლარამდე გაიზარდა.

II კვარტალში ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი სექტორების მიხედვით ასე გადანაწილდა:

განათლება – (1 049 ლარი, +12.6% წ/წ);
წყალმომარაგება – (1 150 ლარი, +24.2% წ/წ);
სოფლის მეურნეობა – (1 277 ლარი, +22.3% წ/წ);
სასტუმროები და რესტორნები – (1 378 ლარი, +19% წ/წ).
რაც შეეხება სექტორს ყველაზე მაღალი ანაზღაურებით, საქსტატის მონაცემებით, აპრილ-ივნისში ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს ჰქონდათ. ამ სექტორში ხელფასი 3 800 ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 804.5 ლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასი 17.1%-ით (263.2 ლარი) გაიზარდა.