ახალი ამბები

ჟოლი- სამკურნალო თვისებებით გამორჩეული თუშური მოცვი

ჟოლს- იგივე თუშურ მოცვს, ბევრი დღესაც აქტიურად მოიხმარს. წითელი მოცვი 25 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია, რომელიც სუსტად იტოტება. იზრდება წიწვნარში ან ბუჩქნარში. ნაყოფი მწიფდება აგვისტოში. საქართველოში გვხვდება, ძირითადად მთაგორიან ადგილებში, ფიჭვნარში, იშვიათად ალპურ ზონაში.

ენდემური პირობებით მისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია თუშეთი(ზღვის დონიდან 1880მ). სასარგებლოა როგორც ნაყოფი, ასევე ფოთოლი. თუშეთში, ადგილობრივები მოცვს (რომელსაც ჟოლს უწოდებენ) ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე კრეფენ. მისგან ამზადებენ მურაბას და ფოთლებს კი შემდეგი მოხმარებისთვის ახმობენ.

უამრავი სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია, რომ ნაყოფი სასარგებლოა მხედველობისთვის, ჩაი- კუჭ-ნაწლავისთვის, ასევე დიაბეტისკენ მიდრეკილი ადამიანები გამოიყენებენ მის ნახარშს.

რამდენიმე წლის წინ, თუშმა ახალგაზრდამ -გიორგი სეხნიაიძემ შექმნა ბრენდი ,,უშარო“ და მან დაიწყო თუშური ბალახეული ჩაის და მურაბების, მათ შორის ჟოლის წარმოება.
თუშური ბრენდის ჩაი გასცდა საქართველოს საზღვრებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ეცნობიან ქართული ბალახეულის გემოვნურ თვისებებს.

,,უშარო“ აწარმობს ბალახეული ჩაის სხვადასხვა სახეობებს: ბექთქონდარი, თავშავა (ორეგანო) გვირილა, ასკილის კოკორი, დეკა, კრაზანა, მოცვის ფოთოლი, ბარამბოს ფოთოლი, ხევის პიტნა, გირჩის და მოცვის მურაბებს, ხინკლის ქონდარს. ბრენდის დაარსებიდან მალევე მოხდა დაინტერესება საქართველოში და არა მარტო აქ. ჩვენი ბრენდის პროდუქცია იყიდება ამერიკაში, ინგლისში, ირლანდიაში.

სხვადასხვა ქართული კომპანიებისგან ვიღებთ შეკვეთებს. ასევე ხშირად მიგვაქვს ჩვენი პროდუქცია ინგლისში, სადაც ქართული რესტორანია გახსნილი.

არა მარტო მოცვს, არამედ ბევრ ბალახეულს აქვს სასარგებლო თვისებები და წამლების ძირითადი ნაწილი ამ ბალახეულით მზადდება. საქართველოში, ხშირად ვართ მიწვეული სხვადასხვა ფესტივალებზე და ვაცნობთ საზოგადოებას ამ უნიკალური ბალახეულის და ზოგადად პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. მაგალითად, ბექთქონდარა გამოიყენება იარების დასამუშავებლად, დამწვრობისას, ის შეიცავს ეთერზეთებს, ანტივირუსულ თვისებებს.

ბექთგონდარის ჩაი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. უშუალოდ, მოცვის-ჟოლის დაკრეფა იწყება ივლისიდან აგვისტომდე, ნაყოფისგან ვაკეთებთ მურაბას, რომელიც არ კარგავს სასარგებლო ვიტამინებს, ფოთლებს ვახმობთ და გამოვიყენებთ ჩაიში, შესაძლებელია რამდენიმე ბალახეული ჩაის ერთად შერევაც”,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი თამთა ჩაგოშვილი.