ახალი ამბები

თუშეთში, ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ წარმოება გაზარდა

თუშეთში, სოფელ შენაქოში, ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ “უშარო”, წარმოება გაზარდა და პროდუქციის ჩამონათვალს ჭაჭა დაამატა, გირჩის, მოცვის და ბექთქონდარის არომატებით.

“უშარო” ბაზარზე 2016 წლიდან 3 სახეობის ჩაით გამოჩნდა, ყოველწლიურად კი, პროდუქციის ჩამონათვალს ზრდიდა. ამ ეტაპზე ბრენდი წარმოდგენილია ბრენდირებული, თუშეთში მოპოვებული ბექთქონდარის, თავშავას, დეკას, გვირილას და კრაზანას ჩაით, ასევე სანელებლებით, გირჩის, მოცვის და ჟოლოს მურაბებით.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სეხნიაძე ამბობს, რომ მცენარეებს მოიპოვებენ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. უშაროს პროდუქცია იყიდება შენაქოში, ასევე თბილისში გამოფენებსა და ონლაინ. პროდუქცია გადის ექსპორტზეც.