ყვარელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
ყვარელში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ნაცვლიშვლების ოჯახს, სადაც 6 არასრულწლოვანი ცხოვრობს, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
ოჯახის დიასახლისი, მაია დოლმაზაშვილი აცხადებს, რომ ოჯახი ქირით ცხოვრობს,ბინა კი სადაც წლებია თავს აფარებდნენ, გაიყიდა.
მაია ამბობს, რომ მეპატრონემ რამდენიმე თვე მისცათ ბინის დასატოვებლად.
ოჯახის წევრების თქმით, იმის გამო რომ ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებშია, ქირის გადახდას, რომელიც საკმაოდ გაზრდილია ყვარელში, ვერ შეძლებენ. ისინი დახმარებას ითხოვენ.
,,მივმართავ ხელისუფლებას, ვარ მრავალშვილიანი დედა, მყავს ექვსი შვილი. ქირით ვცხოვრობთ ქალაქ ყვარელში წლებია. გვაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ამ ბინის ქირას გაჭირვებით ვიხდიდით. ჩვენი დამხმარე არავინ არის. ახლა ეს სახლიც იყიდება.
აქ ყვარელში, 300- 400 ლარზე ნაკლებად ბინას ქირით ვერ იშოვი ისეა გაძვირებული. რა უნდა ვქნათ არ ვიცით, ქუჩაში დარჩენა გველის. თუ ქუთაისში სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიანებს გადასცეს ბინები, რატო ჩვენ არ გვაქცევს ყურადღება მერია? ჩემს შვილებსაც ხომ უნდათ საკუთარი სახლი და მომავალი. ბევრია უსახლკაროდ დარჩენილი და ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს უწყება. ჯერ რა შემოსავალი გვაქვს და ისიც ბინის ქირაში ვიხადო თუ ბავშვებს საჭმელი ვაჭამო? თუ ვინმე დაინტერესდება ჩვენი ამბით დაგვიკავშირდეს ნომერზე 574773365″,-აცხადებს მაია დოლმაზაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის 8 წევრს, ყოველ წელს ნაქირავებ სახლში უწევს ცხოვრება ცივ კედლებში. ბავშვები ხშირად სკოლაში ვერ დადიან ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის არქონის გამო. ოჯახის მთავარი პრობლემა უსახლკარობაა, რის გამოც ხშირად უწვეთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
Knews.ge აღნიშნულ საკითხზე ვრცელ მასალას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.