თელავში ბიზნეს ფორუმი გაიმართა
Fireflies ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
მის მიზანს სამიზნე აუდიტორიასთან ბრენდირების სტრატეგიებზე საუბარი წარმოადგებდა, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონალური განვითარებისთვის.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური საუბრები ბრენდირების და მარკეტინგის მნიშვნელობის შესახებ ბიზნესის განვითარების გზაზე.
ღონისძიების Მომხსენებლები იყვნენ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.
ღონისძიების სპონსორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)