ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

EXPO 2023 – მოწვევა მეწარმე ქალებს

მეწარმე ქალთა კლუბის ინფორმაცია EXPO 2023 -ში მონაწილეობის თაობაზე. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელით გთავაზობთ გახდეთ  ქალ მეწარმეების მესამე ფართომასშტაბიან გამოფენა EXPO 2023 მონაწილე, სადაც მოგეცემათ შესაძლებლობა განათავსოთ თქვენი პროდუქცია. გამოფენა აერთიანებს ქალ მეწარმეებს ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან და გაიმართება ქ. თბილისში.

EXPO 2023 არის ქალი მეწარმეების განვითარებისთვის უნიკალური პლატფორმა. გამოფენა უზრუნველყოფს ინტერაქციულ სივრცეს ქალი მეწარმეების შესახვედრად ინვესტორებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ მიეცემათ ურთიერთკავშირის დამყარების, იდეებზე მუშაობის, ახალი უნარების შეძენის, ბიზნესის განვითარების და სხვადასხვა ცოდნის გარღმავების შესაძლებლობა. გამოფენა დასრულდება ქალი მეწარმეების საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრით, მოგეცემათ შესაძლებლობა მოიზიდოთ ინვესტიციები და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი.

გამოფენა უკვე მეორედ ტარდება და გასული წლის გამოფენა იყო მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საქართველოში. ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში, 100-მდე მონაწილეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი პროდუქცია დამსწრეებს, ადგილზე გაეყიდა და დაემყარებინა კავშირი პოტენციურ მომხმარებლებთან.

შერჩეულ ქალ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა:
1. წარადგინონ თავიანთი პროდუქცია საგამოფენო სივრცეში;
2. მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში;
3. გაიარონ მენტორობის პროგრამა;
4. მოამზადონ საინვესტიციო წინადადება;
5. შეხვდნენ სხვა ქალ მეწარმეებს ევროპისა და აზიის 13 ქვეყნიდან.
EXPO 2023 უზრუნველოფს როგორც ვირტუალურ, ასევე ფიზიკურ გამოფენას.
მონაწილეობა არის უფასო.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი: http://unwo.men/WNlZ50PqHk9