სოფელ ვეჯინში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს- ფოტოები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება და კედლების აღდგენა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი “ქართუს” დაფინანსებით მიმდინარეობს, რომელსაც არქიტექტორი ნოდარ მინდორაშვილი ხელმძღვანელობს.
წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, რომელიც მე-17 – მე-18 საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესია სოფელ ვეჯინის სამხრეთ-დასავლეთით, ვეჯინის ხევის მარჯვენა ნაპირზე, აბაშიძეების კოშკის სიახლოვეს მდებარეობს და ვარაუდობენ რომ ის საგვარეულო სამლოცველო იყო.
ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.