ახალი ამბები

პრესკონფერენცია სამყაროს შესახებ, რომელიც ორ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას გვამცნობს

ორი პრესკონფერენციაა ჩანიშნული სამყაროს შესახებ მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ.

შეიძლება თარიღი საერთო იყოს, მაგრამ ორი განცხადება ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებულ თემას და აღმოჩენას ეხება.

აღმოჩენა გრავიტაციული ტალღების შესახებ.

ჩრდილოეთ ამერიკის გრავიტაციული ტალღების ნანოჰერცის ობსერვატორია (NANOGrav) 29 ივნისს აანონსებს განცხადებას, რომელიც საქართველოს დროით 21:00 საათზე გაკეთდება.

პრესკონფერენციაზე წარმოგვიდგენენ აღმოჩენას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობა Pulsar Timing Array-მ (IPTA) გააკეთა — გრავიტაციული ტალღების დეტექტორთა მსოფლიო მასშტაბის კონსორციუმმა, რომელშიც შედის ჩრდილოეთ ამერიკის NANOGrav; ევროპის European Pulsar Timing Array; ინდოეთის Indian Pulsar Timing Array Project; და ავსტრალიის Parkes Pulsar Timing Array.

ამ დროისათვის, ისინი ბევრს არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რას გვამცნობენ, მაგრამ კვლევებში ჩართული ჯგუფებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღმოჩენა გრავიტაციულ ტალღების ფონს (GWB) ეხება, რომელსაც ხშირად სამყაროს ფონურ ზუზუნს უწოდებენ.

კონფერენციას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი, მითითებულ ბმულზე.
ბმული: https://nanograv.org/news/2023Announcement

აღმოჩენა ნეიტრინოების შესახებ.

მეორე განცხადებას ხუთშაბათს ანტარქტიდის ყინულების სიღრმეში განთავსებულ ნეიტრინოების ობსერვატორია IceCube გააკეთებს.

ნაწილაკების ეს დეტექტორი ნეიტრინოებს ეძებს; ნეიტრინო არის სუბატომური ნაწილაკი, რომლის დაფიქსირებაც უკიდურესად რთულია, რადგან არ აქვს არც მუხტი და პრაქტიკულად არც მასა.

აქვს უნარი, რომ სრულიად შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში, რის გამოც, მას ზედმეტსახელად „მოჩვენება ნაწილაკსაც“ უწოდებენ. ამის გამო, ისინი იდეალურია შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად, რადგან მათი გზა და მახასიათებლები კოსმოსში მოგზაურობისას შედარებით უცვლელია მიმდებარე გარემოს მხრიდან.

IceCube-ის ობსერვატორიის პრესკონფერენცია 29 ივნისს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ მითითებულ ბმულზე.

ბმული: https://www.youtube.com/live/35YUzuhadOs?feature=share