გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს კიდევ 131 წელი დასჭირდება – WEF
გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს კიდევ 131 წელი დასჭირდება – WEF
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ქალები კაცებთან თანასწორობას კიდევ 131 წლის განმავლობაში, ანუ 2154 წლამდე ვერ მიაღწევენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული სხვაობის ინდექსი ზომავს გენდერულ თანასწორობას 146 ქვეყანაში, ოთხ სფეროში: ეკონომიკური ჩართულობა და შესაძლებლობები; საგანმანათლებლო მიღწევები; ჯანმრთელობა და პოლიტიკური გაძლიერება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთო თანაფარდობა 4,1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა 2006 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში აჩვენებს პროგრესს საგანმანათლებლო მიღწევებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით, ეკონომიკური მონაწილეობის სხვაობამ აჩვენა გარკვეული რეგრესი და ერთგვარი განგაშის სიგნალი პოსტ-პანდემიური კრიზისისას.
რეგიონულ დონეზე, ევროპას ყველაზე მაღალი გენდერული პარიტეტი აქვს (76,3%) და ჩრდილოეთ ამერიკას უსწრებს, სადაც ეს სხვაობა 75%-ია. მხოლოდ ცხრა ქვეყანაში შეადგინა გენდერულმა პარიტეტმა თითქმის 80% (ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, ახალი ზელანდია, შვედეთი, გერმანია, ნიკარაგუა, ნამიბია და ლიტვა). მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, მე-14 წელია, ისლანდია გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყანაა და გენდერულ განსხვავებას 91.2%-ით ფარავს.
ამერიკის შეერთებული შტატები კი რიგით 43-ეა, პარიტეტული ქულით 74,8%. აშშ-ს საერთო რეიტინგი გასულ წელთან შედარებით შემცირდა, მაშინ როცა 27-ე ადგილზე იყო, პოლიტიკური გაძლიერების ინდექსის მკვეთრი ვარდნის შედეგად, რომელიც ზომავს სხვაობას მამაკაცებსა და ქალებს შორის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
WEF-მა ასევე დაადგინა, რომ ქალებში უმუშევრობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება (4.5%) ვიდრე მამაკაცებში (4.3%).