როგორია სექტორთაშორისი თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად
ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, თელავში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იყო როგორია სექტორთაშორისი თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად. ასევე, ძალადობის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საქართველოში, როგორია პირველად გამოძახებებზე ეფექტური რეაგირების გზები, რა არის აუცილებელი ნაბიჯები და როგორია სახელმწიფო სტრუქტურების როლი ძალადობის შემთხვევების დროს
პროექტის ,,ქალის ძალა, ქალის მომავალი“ მენეჯერის, ელენე შაშიაშვილის განცხადებით, მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, სამართლიანობისა და მეწარმეობის ხელშეწყობით, ასევე ტრანს სასაზღვრო ვაჭრობასა და ბიზნეს ურთიერთობებში ქალების ლიდერული მონაწილეობის მხარდაჭერით.