ჩემი სოფლის ტრადიციები-აფსანა ქამალოვას ბლოგი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ტრადიციებს დღემდე იცავენ.
ერთ-ერთი ტრადიცია, რომელსაც ყველა ოჯახი იცავს ნობრუზ ბაირამობაა, რომლის აღსანიშნავადაც განსაკუთრებით ვემზადებით. ნოვრუზობა ხუთი დღის განმავლობაში 20 და 21 მარტის ჩათვლით აღინიშნება. დღესასწაული აღინიშნება გაზაფხულის მოსვლის, ბუნების განახლების პატივსაცემად. ნოვრუზის აღნიშნვის დროს ხალხური ტრადიციისამებრ, კოცონს ანთებენ, ამზადებენ სხვადასხვა ეროვნულ ტკბილეულებს (შექერბურას, ბადამბურას, ფახლავას, გოღალს), ხონჩას რთავენ ტკბილეულებით, ჯეჯილს ახარებენ და ა.შ. 2010 წლის 23 თებერვალს, გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად გაერომ 21 მარტი ნოვრუზ ბაირამის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
დღემდე, ნოვრუზ ბაირამი რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულად. 2009 წელს ნოვრუზი შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ამ დროს სადღესასწაულო სუფრაზე არის ტკბილეული, როგორიცაა შექერბურა, ფახლავა, გოღალი, ბადამბურა. სუფრის მთავარი კერძი არის სადღესასწაულო ფლოვი. სემენი – ანუ ჯეჯილი, დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია. 21 მარტს ახალგაზრდები მიდიან ერთმანეთთან სახლებში, ოჯახის წევრები ფულს ან კვერცს აძლევენ, ვისაც რისი საშუალება აქვს. ღამეს კი უბნებში მეზობლები ერთად ვიკრიბებით და ცეცხლს ვანთებთ, ვრთავთ მუსიკას და ერთად ავღნიშნავთ ნოვრუზობას.
ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია ყურბანობა, რომელიც სამ დღეს გრძელდება- ამ დროს მოსახლეობა პირუტყვს კლავს და ღარიბ ოჯახებს აძლევს. ყურბანობის სადღესასწაულო სუფრაზე ხორცით ვამზადებთ ჩაქაფულს, ქაბაბს, დოლმას და ფლავს.
ასევე გამორჩეული დღესასწაულია რამაზან ბაირამი. ერთ თვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მომდევნო სამი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა მხარეში მუსლიმები ერთმანეთს რამაზანის ბაირამს ულოცავენ და მეჩეთში მიდიან სალოცავად. სოფელ ყარაჯალაში, ამ დღესასწაულის დროს, სოფლის ცენტრში შლიან დახლებს და სხვადასხვა ტკბილეულსა და სათამაშოებს ყიდიან.
ავტორი: აფსანა ქამალოვა