ახალი ამბები

საგრანტო კონკურსი  – ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

მედია ცენტრი კახეთი MCK (Media Center Kakheti)  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს კახეთის რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის.

 

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.

 

პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

 

კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც  მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, დევნილი ქალები, ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და შშმ ბავშვების დედები, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები.

 

დაფინანსების პირობები და ფარგლები: თითოეული ბენეფიციარისთვის მომზადების ან გადამზადების კურსის საშუალო ღირებულებაა 200 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ბენეფიციარებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პროფესიის შეძენის სურვილი, შეუძლიათ განაცხადში მიუთითონ მენტორი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას თავადაც შეუძლია იზრუნოს პროფესიული სასწავლებლის შერჩევაზე. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება და ტრანსპორტირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს სასწავლებლად უხდება ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში მგზავრობა. დაფინანსების მიღების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია სრულად დაესწროს სასწავლო კურსს. კურსის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 თვე.

წარმოსადგენი დოკუმენტები: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა

განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი: განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა წარმოსადგენი ჰქონდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „VET 2023“. ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  1. ქ. თელავი: მისამართი: ილია ჭავჭავაძის 160 მედია ცენტრი კახეთის ოფისი, მე-2-ე სართული. ნატალია ცისკარაშვილი – 599695615; 579374143;
  2. ქ. დედოფლისწყარო; მისამართი: თამარ გოგილაშვილი 591886255. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, კოსტავას #44, III სართული.
  3. ქ. ლაგოდეხი, მისამართი: ეკა ზურაბაშვილი 555131939. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, II სართული, ,,ქალთა ოთახი“, 26 მაისის ქუჩა #25.
  4. ქ. გურჯაანი, მისამართი: ელზა პაპოშვილი 555594068. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, II სართული, ,,ქალთა ოთახი“, ნონეშვილის #12.
  5. ქ. სიღნაღი მისამართი: თამთა ზაქარიაშვილი 551170073. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, ,,ქალთა ოთახი“, აღმაშენებლის მოედანი #2, I სართული.
  6. ქ. საგარეჯო: მისამართი: თამარ ურდულაშვილი 599851206. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, ,,ქალთა ოთახი“, I სართული, დავით აღმაშენებლის #9.
  7. ქ. ახმეტა: მისამართი: იზა ბექაური 599967179. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ოფისი (KRDF), რუსთაველის ქ#3, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
  8. ქ. ყვარელი: მისამართი: ლია რუსიაშვილი 599157432. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, ,,ქალთა ოთახი“, I სართული, კუდიგორის #1.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 აპრილის ჩათვლით. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

დაინტერესებული განმცხადებლებისთვის 2023 წლის 5 აპრილს 11:00 საათზე, გაიმართება ონლაინ საინფორმაციო /საკონსულტაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.

 

https://us06web.zoom.us/j/85224782195?pwd=TVJXaFg3L0hKaGVqZGIvb2tuRkpWUT09

 

Meeting ID: 852 2478 2195

Passcode: 007107

 

 

განაცხადები შეფასდება შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით

კრიტერიუმი მაქსიმალური ქულა
მოთხოვნილი სპეციალობის საჭიროება ბენეფიციარის სამიზნე მუნიციპალიტეტის შრომის ბაზარზე 10
ბენეფიციარის შრომითი გამოცდილება მოთხოვნილ სფეროში 5
გადამზადების შემდგომი დასაქმების პერსპექტივა 10
ბენეფიციარის მოტივაცია 10
მომზადება-გადამზადებისათვის საჭირო  ფინანსური, ან ტექნიკური  რესურსი 5
ჯამი 40

 

 

მიახლოებითი თარიღები

ღონისძიება თარიღი
კონკურსის გამოცხადება 25.03.2023
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 18.04.2023
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა 01.05.2023
კონტრაქტების გაფორმება 15.05.2023

 

განაცხადის ფორმა და საგრანტო კონკურსის კითხვარი  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: 

https://drive.google.com/drive/folders/19wgf5qwjqJTjRlBeEgDH6ssBBqEtyjVS

 

 

კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com ან მითითებულ ტელეფონის ნომრებზე

593264533    მაია მამულაშვილი

599694615    ნატალია ცისკარაშვილი

599 693551   თინა სიბაშვილი