ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

ზურაბიშვილი: საქართველო მეორე უარს ვერ გაიგებს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  შეხვდა.

შეხვედრას მედია არ ესწრებოდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართელოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და “ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის”.

 

პრეზიდენტმა, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.

 

“აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ციტირებს. უწყების ცნობითვე, სალომე ზურაბისვილთან შეხვედრისას ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ჩამოვიდა რათა თქვას: “საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს”.

 

“ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, – განაცხადა ბერბოკმა.