2021-2022 წლებში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 260 ფაქტი გამოვლინდა
ბოლო 2 წელში, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 260 ფაქტი გამოვლინდა, ამასთან, ამოღებულია 250 124 ერთეული ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, გარდა ზემოთ აღნიშნული მონაცემებისა, 2021 წელს, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე 25 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, 2022 წელს კი – 40.
„2021 წელს სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ შედგენილი იქნა 107 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე და ზემოაღნიშნული ფაქტების შესაბამისად ჩამორთმეულ (ამოღებული) იქნა 44 469 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.
გარდა ამისა, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე 25 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და ჩამორთმეული (ამოღებული) იქნა 6 746 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად, სულ, ჯამი 2021 წელს ამოღებულია (ჩამორთმეული) 51 215 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.
2022 წელს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა 153 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე და ზემოაღნიშნული ფაქტების შესაბამისად ჩამორთმეულია (ამოღებული) 55 174 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.
პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე შედგა 40 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩამორთმეულია (ამოღებული) 143 735 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი. სულ, ჯამში, 2022 წელს ამოღებულია ( ჩამორთმეული ) 198 909 ერთეული პირველი ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პირველ ჯგუფს განეკუთვნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი.