პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ჟურნალსიტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ „პუბლიკას“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ზურა ვარდიაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე განაცხადა.
„პუბლიკას“ დირექტორის და თანადამფუძნებლის ზურა ვარდიაშვილის და „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.