ახალი ამბები

თელავის ისტორიულ მუზეუმში კერამიკოს ნინო სიდამონიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

თელავში, მეფე ერეკლეს სახლ-მუზეუმში კერამიკოს ნინო სიდამონიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

თვითნასწავლი კერამიკოსი ქართული თიხის ტრადიციული დარგის გაცოცხლებასა და სხვა კუთხით წარმოჩენაზე მუშაობს, თავად მოიპოვებს თიხას, ამუშავებს და ქმნის სხვადასხვა ნივთს – სუვენირებს, სამკაულებსა და აქსესუარებს.

ნინო სიდამონიძის მიერ თიხისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენის დათვალიერება თელავის მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული მასალა:

 

გაიცანით ხელოვანი ნინო სიდამონიძე თელავიდან