თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ახალი უფროსი აირჩიეს.
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 18 ხმით არცერთის წინააღმდეგ, სალომე თათულიშვილს დაუჭირა მხარი.
სალომე თათულიშვილმა 2008 წელს დაასრულა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, სოციოლოგის სპეციალობით. აქვე დაამთავრა მაგისტრატურა და 2011 წელს მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში. 2014 წელს, თათულიშვილი სამუშაოდ გადავიდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. 2018 წელს, მან განათლების მეცნიერების მიმართულებით, დოქტორის ხარისხი მოიპოვა.