დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში იდეათეკა გაიხსნა
საქართველოს ბანკმა ქართული წიგნის ინსტიტუტი • Georgian Book Institute -თან ერთად, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში იდეათეკა გახსნა.
განათლების ახალი სივრცის გახსნას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრ, დავით სონღულაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად დაესწრო.
იდეათეკები ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილებში იხსნება, მათ შორის საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში. იდეათეკა კახეთის რეგიონის სამ სოფელში ერთდროულად გაიხსნა.
სოფელი ერისიმედი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელია, საბათლოსა და ლამბალოში კი სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. კახეთის ამ სამ სოფელში სასწავლო სემესტრი ბავშვებისთვის ახალი მიზნებით, ინტერესებით და შესაძლებლობებით იწყება