საკრებულოს წევრის ინიციატივა- თელავის ერთ-ერთ ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდოს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგი გიგიტელაშვილი ამზადებს ინიციატივას, რომ თელავის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ქართველი კინომსახიობის, საესტრადო მომღერლის, სცენარისტის, კინორეჟისორის და სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს სახელი მიენიჭოს.
გიგიტელაშვილი Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვახტანგ კიკაბიძე გარდა იმისა, რომ ცნობილი იყო თავისი შემოქმედებით მსოფლიოში და მან თავისი ფილმით ,,მიმინო” თელავს და საქართველოს მოუტანა ცნობადობა. იგი ასევე განმარტავს, რომ აღნიშნულ ინიციატივას უკვე ამზადებს და საკრებულოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.
,,სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანი და დიდი ქართველი ვახტანგ კიკაბიძე. მისი შემოქმედება საუკუნეები გასტანს. რთულია მოძებნო სიტყვები და დააფასო ეს ადამიანი. დიდ ნიჭთან და შემოქმედებასთან ერთად, მან დაგვანახა პრინციპულობადა პატრიოტიზმიც. მან გვანახა თუ როგორ უნდა უერთგულო სამშობლოს.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ცნობილი ფილმი ,,მიმინო”, სადაც ვახტანგ კიკაბიძე მთავარ როლს ასრულებს, გადაღებულია თელავში და სიუჟეტიც აქ ვითარდება. ამ ფილმმა არამარტო მას არამედ თელავს მოუტანა მსოფლიოში დიდი ცნობადობა. მე ვფიქრობ, რომ ის იმსახურებს თელავში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდოს. მე როგორც საკრებულოს წევრი უფლებამოსილი ვარ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდების კომისიას მივმართო და შევიტანო ინიციატივა, რომ ვახტანგ კიკაბიძის სახელი სახელი ეწოდოს ერთ-ერთ ქუჩას. მე ამ ინიციატივის მომზადება უკვე დავიწყე”,- განუცხადა knews.ge-ს გიგი გიგიტელაშვილმა.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის გამო, გარდაიცვალა. ის 1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).
კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.
2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.