საგარეჯოს მერია 20 იანვრის ღამეს გარდაცვლილების და დაჭრილების ოჯახებს თანხით დაეხმარება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, 20 იანვრის ღამეს გარდაცვლილების და დაჭრილების ოჯახებს თანხით დაეხმარება.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მათივე თქმით, კონკრეტულ თანხებზე, ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
20 იანვრის ღამეს, ყოფილმა სამხედრომ საგარეჯოში, მოკლს 5 და დაჭრა 5 პირი, შემდეგ კი თავი მოიკლა. დაჭრილებს შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა, ექიმებმა მისი მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესება და დასტაბილურება შეძლეს.