ახალი ამბები

ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად დაიხარჯება

მთავრობის დადგენილების მიხედვით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი დაიხარჯება. განმახორციელებელი კი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეპროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და /ან სამუშაო ადგილზე სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით მათი დასაქმების ხელშეწყობა.

წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარზე  ერთი სასწავლო კურსია გათვალისწინებული. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სამუშაოს მაძიებელი პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ღონისძიების შედეგების მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს, მინიმუმ თვეში ერთხელ, დამსაქმებლისა და მოსარგებლის გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს, სისტემატიზაციასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.