საგარეჯოში, სროლის შედეგად დაჭრილი პირებისთვის სისხლი ესაჭიროებათ
საგარეჯოში, სროლის შედეგად დაჭრილი პირებისთვის სისხლი ესაჭიროებათ.
განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის” საგარეჯოს ფილიალი აქვეყნებს.
“უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში. დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს.”-წერია განცხადებაში.