ახალი ამბები

სოფელ ლეჩურის გაზიფიცირება იგეგმება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის გაზიფიცირება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

როგორც თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი აცხადებს, სოფლებში განსახორციელებელ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად დაიწყება სოფელ ლეჩურის გაზიფიცირებაც.

„მალე გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება ლეჩურის გაზიფიცირება, რის შედეგადაც სოფელი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით. აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირება დასრულდება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს და თელავის მუნიციპალიტეტში დარჩება მხოლოდ ერთი სოფელი, თეთრიწყლები, სადაც გაზიფიცირება იქნება დარჩენილი, და ამ საკითხსაც აუცილებლად აღმოვფხვრით”,– განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.