ახალი ამბები

გასულ წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 79-მა მოქალაქემ აიღო

გასულ წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 79-მა მოქალაქემ აიღო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ჯამში წლიურად მართვის მოწმობა საქართველოში აიღო რუსეთის 79-მა მოქალაქემ, საიდანაც 67-მა დოკუმენტი აიღო მარტიდან მოყოლებული. ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მართვის მოწმობის შემთხვევაში მოქალაქეობა მითითებული არ არის, ამიტომ შესაძლებელია ეს სტატისტიკა სრულყოფილი არ იყოს.

ამასთან, უწყების ცნობით, მთლიანად წლის განმავლობაში 30 536 მართვის მოწმობა გაიცა. 2021 წელს კი ჯამში 47 891 მართვის მოწმობა გაიცა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილიდან მართვის მოწმობის გამოცდა ორეტაპიანი გახდა. მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩატარება მოედნის გარდა რეალურ მოძრაობაში (ქუჩაში) უწევთ.