ახალი ამბები

ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი -უსაფრთხოების მიზნით, ლევან ბერძენიშვილის ლექციის გაუქმება მოგვიწია-ფოტოები

ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი ნიკა გურინი აცხადებს, რომ ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ლევან ბერძენიშვილის ლექციის გაუქმება მოუწიათ.

როგორც ნიკა გურინი განმარტავს, ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან „ჩამოყვანილებმა“ პიკეტირება მოაწყეს და უსაფრთხოების მიზნთ, ლექცია გაუქმდა.

„ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში”,- წერს ის სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

One thought on “ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი -უსაფრთხოების მიზნით, ლევან ბერძენიშვილის ლექციის გაუქმება მოგვიწია-ფოტოები

Comments are closed.