ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა
ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა.ისინი 9 ჰექტარი საძოვრის გასხვისების პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
ადგილობრივების განმარტებით, სოფელი კაბალი მეცხოველეობით ცხოვრობს და საძოვრების გასხვისებით, მოსახლეობა შემოსავალს დაკარგავს.
,,არავის ვაწუხებთ, მეცხოველეობას მივდევთ და თავს ასე ვირჩენთ. საძოვარი თუ არ გვექნება, საქონელს რა ვუყოთ. ან ოჯახები რით ვარჩინოთ? მერიაში გვითხრეს, რომ ეკონომიკის სამინისტროს უნდა მივმართოთ”,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან, აქციის მონაწილეებს, ჯერჯერობით, არავინ გამოხმაურებია.