ახალი ამბები

თელავს სამი ახალი თვითმცლელი ავტომობილი შეემატა

თელავში, კეთილმოწყობის სამსახურის ავტოპარკი განახლდა.
სამი ახალი თვითმცლელი ავტომობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.
განახლებული ავტოპარკი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის განახლებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165 000 ლარი დაიხარჯა.