სიღნაღში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი, თბილისში გადაიყვანეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან ავარიის შედეგად დაშავებული 25 წლის ქალი, თბილისში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაორჩილა, მოცურდა და ხევში გადავარდა.
ავტომანქანაში მყოფი ოთხი მგზავრიდან, ერთი, 60 წლამდე ასაკის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა.