სიღნაღში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ნუკრიანი- ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თოვლიან გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა. ავტომობილის ოთხი მგზავრიდან, 60 წლამდე ასაკის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა.
ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვის სამსახურის თანამშრომელია.
მძიმედ დაშავდა ამავე სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი და მგზავრი, რომლებიც სავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ექიმების განმარტებით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა, შედარებით მძიმეა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.