ახალი ამბები

ქალაქ თელავში, მეფე ერეკლეს სახელობის ისტორიული წყაროს ტერიტორიაზე მანქანა გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – ერეკლე II-ის გამზირზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “ბატონის წყალთან” ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.თვითმხილველების თქმით, დიდთოვლობის გამო, მძღოლს მანქანა მოუცურდა და სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.