თელავის ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს
ძლიერი თოვის პარალელურად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაობი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია კეთილმოწყობის სამსახური, მუშაობს სპეციალური ტექნიკა, იწმინდება ქუჩები და ტროტუარები.
უამინდობის გამო დროებით შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.