ახალი ამბები

31 დეკემბრიდან 3 იანვრის პერიოდში, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაზარალდა

2022 წლის 31 დეკემბრიდან 2023 წლის 3 იანვრის პერიოდში, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაზარალდა, მათგან 9 ბავშვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, ჰოსპიტალიზაციის საჭირობა 24 შემთხვევაში დადგა.

რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, ცენტრს დახმარებისთვის 500-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან ჰოსპიტალიზაციის საჭიროება 128-შემთხვევაში იყო.

„სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაცული ელექტრონული ბაზის მონაცემის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში პიროტექნიკით დაზარალებულმა 39-მა მოქალაქემ ითხოვა დახმარება, აქედან 30 მოზრდილი და 9 ბავშვია. ჰოსპიტალიზაციის საჭირობა დადგა 24 შემთხვევაში.

ხოლო, რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, ცენტრს დახმარებისთვის მომართა 500-მა მოქალაქემ, აქედან ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 128-შემთხვევაში“,-განმარტავენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.