ქალაქ თელავში უამინდობის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეფერხდა
უამინდობის გამო დროებით შეფერხდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად ქალაქის ყველა ცენტრალურ გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.
უწყების ინფორმაციითვე, ტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.