საგარეჯოში გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა მიმდინარეობს- ფოტოები
ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის ინფორმაციით, გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დასუფთავების სამსახურის მობილური – სამუშაო ჯგუფები და შპს “საგარეჯოს” სპეცტექნიკა მობილიზებულია და შესაბამის ლოკაციებზე გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტულად განხორციელდება.