დედოფლისწყაროში მოქმედმა კომპანიამ დაკონსერვებული ,,სადილის“ წარმოება გაზარდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოქმედმა მზა საკვების მწარმოებელმა კომპანიამ „ჯეონატურალსმა“, მომხმარებელს დამატებით 8 დასახელების დაკონსერვებული „სადილი“ შესთავაზა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ წარმოების ზრდისთვის მათ გარკვეული ფინანსური რესურსი ჩადეს. მათი თქმით, ისინი მომხმარებელს უკვე 20-მდე დასახელების დაკონსერვებულ „სადილს“ სთავაზობენ. ესენია: საცივი, ჩახოხბილი, ხარჩო მეგრულად, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ლობიო კახურად და სხვა.
„სადილი“ ქვეყანაში მოქმედ თითქმის ყველა ქსელურ სუპერმარკეტში იყიდება და რეგიონის მასშტაბით უბნის მარკეტებშიც შედის. აღსანიშნავია, რომ პროდუქტებით ქართული ჯარიც მარაგდება.