ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
7 იანვარს, შობას საქართველოში თოვლია ნავარაუდევი.
“7 – 8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, მთაში და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.