საქართველოში ოჯახების თითქმის 5% ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს – საქსტატი
საქართველოში ოჯახების თითქმის 4,6% ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის მონაცემებში. ქალაქში ეს მაჩვენებელი 7,6%-ს შეადგენს, სოფლად კი მხოლოდ 0,5%-ს.
ამავე სტატისტიკით, ქვეყანაში შინამეურნეობების 93,1% საკუთარ სახლში ცხოვრობს. ქალაქად საკუთარი უძრავი ქონება ოჯახების 90,5%-ს აქვს, სოფლად კი 96,6%-ს.
რაც შეეხება საცხოვრისის ტიპებს, შინამეურნეობების 58% ინდივიდუალურ სახლში, ანუ კერძო ბინაში ცხოვრობს, 41,9% კი იზოლირებულ ბინაში. ქალაქად კერძო სახლებს ოჯახების 30,4% ფლობს, სოფლად კი 94,1%. იზოლირებული ბინების თანაფარდობა კი თავისთავად განსხვავებულია და ქალაქში უფრო მეტი ოჯახი ცხოვრობს, კერძოდ, ქალაქად ბინებში 69,5% ცხოვრობს, სოფლად კი იზოლირებულ ბინებში შინამეურნეობების მხოლოდ 5,8%.
სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების 65,1% 1951-1990 წლებში დასრულებულ სახლებში ცხოვრობენ, 12,1% – 1950 წლამდე აშენებულ სახლებში, 4,2% – 1991-1995 წლებში აშენებულში, შინამეურნეობების მხოლოდ 0,8% ცხოვრობს 2016 წლის შემდეგ აშენებულ სახლებში.