ახალი ამბები

377-დან 136 თანამდებობის პირი დაჯარიმდა – მიზეზი ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევებია

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან: დადებითად შეფასდა 165 დეკლარაცია, დაჯარიმდა – 136 თანამდებობის პირი, გაფრთხილება მიეცა – 45 თანამდებობის პირს, მონიტორინგი შეწყდა – 31 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე.

ანგარიშის თანახმად, ასევე მონიტორინგის შეწყვეტის მიზეზსაც წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შერჩევამდე გასულია ერთ წელზე მეტი ვადა და არ წარმოადგენდნენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს.