კამპანია “დაალაგე შენი უბანი” გრძელდება
თელავში დასუფთავების კამპანია “დაალაგე შენი უბანი” გრძელდება.
დღეს თელავის ცენტრალური უბანი ახალი ბაღის და ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა, სამაგიდო თამაშების კლუბის დამფუძნებელს, გიორგი ბეჟანიშვილს ეკუთვნის. კამპანიის ფარგლებში დასუფთავების აქცია ყოველ შაბათს იმართებოდა.
ორგანიზატორების თქმით, ვისაც სურვილი აქვს დასუფთავების კამპანიებში მიიღოს მონაწილეობა,მას აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს მოხალისეთა გუნდს და დარეგისტრირდეს ლინკზე – https://forms.gle/Byu1rtrYAxF93jg78