ახალი ამბები

სამხრეთკორეულმა კოსმოსურმა აპარატმა დედამიწის ფოტოები გადაუღო

დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე გაშვებულმა პირველმა კოსმოსურმა სამხრეთ კორეის აპარატმა ჩვენი პლანეტის გასაოცარი ფოტოები გადაიღო, რომლებზეც მთვარის უსწორმასწორო ზედაპირიც კი მოჩანს.

ეს შთამბეჭდავი კადრები კოსმოსურმა აპარატმა 24 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს შორის პერიოდში გადაიღო, როცა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისგან 120 კილომეტრზე ნაკლები მანძილი აშორებდა.

მთვარის სამხრეთკორეულ ზონდს “Danuri” ჰქვია. მისი სახელი აბრევიატურაა, რომელიც კორეულ სიტყვებს “მთვარე” და “მხიარულება” აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კუთვნილი რაკეტის მეშვეობით კოსმოსში აშშ-ის ტერიტორიიდან 2022 წლის აგვისტოში გაუშვეს, დანიშნულების ადგილამდე კი მან გასულ თვეში მიაღწია.

სამხრეთ კორეას კოსმოსის ათვისების მხრივ დიდი გეგმები აქვს. ქვეყანას სურს, მთვარეზე 2032 წლამდე დაეშვას, მარსზე კი 2045 წლამდე.