სამოქალაქო საზოგადოების თვალით დანახული 2022 წელი – მოსაზრებები და შეფასებები
რა მოვლენებით გამოირჩეოდა კახეთის რეგიონი 2022 წელს, რითი იყო გამორჩეული, რა გაკეთდა და რა გამოწვევები დარჩა მომავალი წლებისთვის, – როგორ ხედავენ და აფასებენ ქალაქში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები., გავლილ წელს აფასებენ ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი, ასოციაცია ,,სოციალური ქოლგას“ დამფუძნებელი ნათია მექვაბაური და სამოქალაქო აქტივისტი, ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილი.
სამივე სექტორის წარმომადგენლებს 2022 წლის მთავარ უარყოფით მოვლენად მიაჩნიათ ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების დიდი მაჩვენებელი მიაჩნიათ.
,,2022 ერთგვარად სატესტო წელი იყო მოქალაქეების, პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. ამ წინა წელსაც ვიხილეთ ის, რაც წინა წლებში იყო. ყოველი არჩევნების შემდეგ, რატომღაც, უცებ ქრებოდნენ ხოლმე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, რომლებიც საარჩევნო პერიოდში იყვნენ აქტიურები იყვნენ. 2022 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ დემოკრატიას ედო ბოქლომი ედო. ბოლო წლები ვიხილეთ ინერტული წარმომადგენლობითი ორგანო, პოლიტიკური კლასი და, სამოქალაქო სექტორი. 2023 წლის პირველი ნახევარიც არ იქნება დიდად გამორჩეული,. თუმცა, 2022- ში ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ეს ქვეყანა დატოვა ამ ქვეყნის ძალიან ბევრმა მოქალაქემ და წავიდა ემიგრაციაში წავიდა“, – აცხადებს მაკა მოსიაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ბეჟანიშვილი ყურადღებას სამოქალაქო ტიპის აქტივობებზე ამახვილებს და ამბობს, რომ გასული წელს ბევრი მოკავშირე შეიძინა, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ როგორც მოხალისეობრივი აქტივობების განხორციელებაში, ისე სამოქალაქო ტიპის აქტივობებში.
,,გავიხსენებ პოზიტიურ მოვლენას. როდესაც ომი დაიწყო, თელავში სამოქალაქო სექტორმა კონსოლიდაციის ძალა მოიკრიბა და მახსოვს, უკრაინის მხარდამჭერი 2 აქცია ჩავატარეთ თელავში. ადამიანები, რომლებსაც მანამდე არ ვიცნობდით, გამოიკვეთნენ და თავი მოვიყარეთ ორ დღეში. ეს იყო მინი გამარჯვება სამოქალაქო აქტივისტების. ეს გამოკვეთა ამ წელმა, რომ უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს საერთო ორომტრიალში ჩართვას. ცოტა ფასადური ღირებულებების განდიდების წელი იყო, გვახსოვს ძეგლების თემა, ერეკლე მეფის საკითხი და სხვა. რა საკითხებიც მოსახლეობაშია, გადაიფარება ხოლმე არსაიდან მოტანილი საკითხებით, დაპირისპირებებით, გამოწვევებით. არ დასრულდა ზედაპირზე ჩხუბი, რომელიც უფრო მიგვაქანებს მეტი ხიდჩატეხილობისაკენ. ასეთია ჩემი განცდები“, – მიაჩნია გიორგი ბეჟანიშვილს.
ასოციაცია ,,სოციალური ქოლგას“ დამფუძნებელი ნათია მექვაბაური გავლილი წლის მთავარ მოვლენად სამოქალაქო სექტორის მიერ კოალიციური თანამშრომლობის დაწყებას ასახელებს.
,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ნელ–ნელა გამოცოცხლდნენ, კოვიდმა ძალიან შეგვიშალა ხელი მუშაობაში. 2022 წელს დაიწყო ისეთი აქტივობებზე ფიქრი, რაც ადრე არ გვიფიქრია. შეიძლება ეს გარეთ, ფართო საზოგადოებისთვის არ ჩანს, ამაგრამ კოალიციური აქტიოვობები ადრე ბევრად ნაკლები იყო. პროექტიდან პროექტამდე ვცხოვრობთ, დონორებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ერთობლივი ძალებით რაღაცეების კეთება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კომუნიკაციის და კოორდინაციის საკითხი_პრობლემა ვინ რა თემაზე მუშაობდა, რას აკეთებდა, ესეც პრობლემა იყო. თითქოს ვიცოდით, მაგრამ ეს ერთობლივად არ ხდებოდა. ეს 2022 წელს ჰარმონიული გახდა, რაც ვთვლი სერიოზული მონაპოვარია. არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ძალიან გაზრდილია. დონორები ამბობენ რომ ძალიან დიდი ხანია რაც ქვეყანას ეხმარებიან და დროა, ქვეყანამ აიღოს თავის თავზე გარკვეული ვალდებულებები. ჩვენი ქვეყანა პანდემიის გამო და კიდევ სხვა მიზეზების გამო ამბობს, რომ ფინანსების პრობლემაა და ეს ყველაფერი ასე არ გამოდის. 2023 წელს ვაპირებთ, ბევრი რამ შევცალოთ“, – აცხადებს ნათია მექვაბაური.
რაც შეეხება 2022 წლის მთავარ მონაპოვარს, ჟურნალისტისთვის ლაივ ვიდეოების აქტიური კეთება აღმოჩნდა აუცილებელი, გარშემომყოფების გამოსაფხიზლებლად,სამოქალაქო აქტივისთვის მოკავშირეების შეძენა, ხოლო სამოქალაქო ორგანიზააციის წევრისთვის კოალიციური თანამშრომლობა.
,,ფეისბუქ ლაივების, სოციალური ჯგუფის ,,ჩვენ თელაველებში“, აქტიურად მიწოდებით მინდოდა მეთქვა, რომ წარმომადგენლობით ორგანოს, განსაკუთრებით დეპუტატებს , თვითმმართველობას, მერიაის და აღმასრულებელ შტოს თავისი თავი დაენახა სარკეში. ამაზე კარგი ბოლო 10 წლის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია“, – აცხადებს მაკა მოსიაშვილი.
,,ვიპოვე მოკავშირეები უამრავი ადამიანის სახით, რომლებიც თუნდაც ჩაერთნენ თუნდაც დასუფთავების აქციებში, ,,სამაგიდე კლუბის“ აქტივობებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მცირე მცირე წვეთის ეფექტი დიდ ცვლილებებს აუცილებლად მოიტანს“, – იმედოვნებს გიორგი ბეჟანიშვილი.
,,სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის წვეთის ეფექტი იყო ის, რომ აღმოვაჩინეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმა. უფრო მხარდამჭერი სიტუაცია შეიქმნა და დავიწყეთ მსგავს პრობლემებზე ერთად მუშაობა. დავინახეთ, რომ მიუხედავად ბევრი შეხვედრებისა, ძალიან გათიშულები ვიყავით ერთმანეთიდან, ამიტომ კოალიციური მუშაობა დავიწყეთ“, – ამბობს ნათია მექვაბაური.
2023 წლის გეგმები კი, სამივე სექტორის წარმომადგენელს უკვე გაწერილი აქვს და მის შესასრულებლად აქტიურ მუშაობას აპირებენს.
ვრცლად თემის შესახებ ნახეთ რადიო ,,კახეთის ხმის” გადაცემაში.