სამოქალაქო საზოგადოების თვალით დანახული 2022 წელი – მოსაზრებები და შეფასებები
გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ თუ რა მოვლენებით დაგვამახსოვრა თავი 2022 წელმა, რითი იყო გამორჩეული, რა მიმართულებით გვქონდა წარმატება, რა ვერ გაკეთდა და რა გამოწვევები დაგვრჩა მომავალი წლებისთვის. როგორ ხედავენ ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თითქმის უკვე გავლილ 2022 წელს.