თელავში სამოქალაქო ფორუმი ,,თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ გაიმართა
თელავში ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი ,,თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ სამთავრობო და სამოქალაქო აქტორების წლიური ანგარიში.
შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება. სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციის წევრებმა, ,,მედია ცენტრი კახეთი”, ,,კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“, ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი KRDF“ და ,,რეგიონის განვითარების ცენტრი“, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ორგანიზაციის წლიური ანგარიშები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მოსწავლეები.
გაიმართა პანელური დისკუსია სამოქალაქო სექტორსა და თვითმმართველობას შორის. ღონისძიების აღნიშნული ნაწილი ეხებოდა სამომავლო თანაშრომლობის შესაძლებლობებსა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავებას.